არეა ჩემპიონატი — ქულბაქი, მე-2 და მე-3 ეტაპი
15 აგვისტო, შაბ
სტარტი 07:30
ქულბაქი, „მწვანე ტბა" — ცაგერის მუნიციპალიტეტიატარებს: საქართველოს არეა თევზჭერის ფედერაცია
2026 წლის მეორე-მესამე სარეიტინგო ტურნირი. ორდღიანი — 15 და 16 აგვისტო, თითო დღეს 10 ტური, თითოეული 20 წუთი. წყალსატევი სექტორებად იყოფა, თითო სექტორში ორი სპორტსმენი; 10 წუთის შემდეგ მხარეები იცვლება. განრიგი: 06:30 შეკრება · 07:00 კენჭისყრა და ინსტრუქტაჟი · 07:30 სტარტი. ჩასათვლელად მიიღება მხოლოდ კალმახი, „დაიჭირე და გაუშვი" (Catch & Release) პრინციპით. ნებადართულია მხოლოდ სპინინგი და ხელოვნური სატყუარა უენო ერთკავით; სილიკონი, ბეწვეული და მოსაჩვევი აკრძალულია. ჩოგან-ბადე სავალდებულოა. რეგისტრაცია: განაცხადი sportfishing.ge-ის ფორუმზე. მოსაკრებელი 50 ₾, გადახდის ვადა — 14 აგვისტო, 20:00. რეკვიზიტები და სრული დებულება ორგანიზატორის თემაშია (იხ. ბმული). საინფორმაციო მხარდამჭერი: SPORTFISHING.GE
