satevzao.ge 🎣
იტვირთება…
satevzao.gesatevzao.ge

გათამაშება 5 დეკემბერს

მიმდინარეობს

🎁 პრიზები (6)

5 დეკემბერი
მეთევზე ტურისტი Chanari
5 დეკემბერი
Terjiko Shop
≈ 160 ₾
5 დეკემბერი
Grand Fishing Store
5 დეკემბერი

მოხეტიალე FISHER MAN 13

5 დეკემბერი
ფიშინგ-თაიმ (Fishing Time)
5 დეკემბერი
Fishing Hub

მესამე გათამაშება

გამარჯვებულს გამოვავლენთ — 5 დეკემბერი · 16 დღე დარჩა

⏳ რეგისტრაცია შეწყდება 30 ნოემბერს ღამის 12 საათზე, გათამაშება კი გაიმართება პირდაპირ ეთერში 5 დეკემბერს, 20:00 საათზე.

782 მონაწილე

🎁 ყველა პრიზს მოყვება: 1 თვის MAX პაკეტი და 5 ოქროს სკივრი თამაშში

⭐ პრემიუმ გამომწერის ნომერი დოლურაში 3-ჯერ ჩავარდება, MAX-ის — 5-ჯერ(გამოწერა აქტიური უნდა იყოს რეგისტრაციის დახურვისას).

მონაწილეობს ყველა, ვინც დააჭერს „მონაწილეობის მიღებას" და მიუთითებს ტელეფონის ნომერს. რეგისტრაცია იხურება 30 ნოემბერს ღამის 12 საათზე. გამარჯვებულებს დოლურიდან ამოვიღებთ პირდაპირ ეთერში 5 დეკემბერს, 20:00 საათზე, და იქვე დაგირეკავთ მითითებულ ნომერზე.

მონაწილეობისთვის საჭიროა ავტორიზაცია — ღილაკზე დაჭერით შესვლის ფანჯარა გაიხსნება.

გათამაშება პირდაპირ ეთერში

გამარჯვებულებს დოლურიდან ამოვიღებთ — 5 დეკემბერს, 20:00 საათზე. ეთერი აქვე გაიმართება, საიტიდან გასვლა არ დაგჭირდებათ.

15დღე
:
20საათი
:
12წუთი
:
25წამი
▶ ეთერის ნახვა Facebook-ზე

აპლიკაციაში ვიდეო შეიძლება არ ჩაირთოს — დააჭირეთ ღილაკს და ეთერი Facebook-ში გაიხსნება.

გათამაშებების ისტორია(2)

ყველა დასრულებული გათამაშება და მისი გამარჯვებულები — ისე, როგორც ეთერში გამოვლინდნენ.

  • 1

    Giorgi G.

    50 ლარიანი ებისუს სასაჩუქრე ბარათი

    Ebisu — სათევზაო ინვენტარი

  • 2

    Kartveli

    Volzhanka Stalker

    Fishing Hub

  • 3

    Nika O.

    თერჯიკოს ანკესი

    Terjiko Shop

  • 4

    Shalva K.

    50 ლარიანი ებისუს სასაჩუქრე ბარათი

    Ebisu — სათევზაო ინვენტარი

მონაწილეთა გაყინული სიის ანაბეჭდი (SHA-256, ძველი წესით): 1c2f8259e4022f93481d5d6c578327e88487f0990e2fe742bdfc99e62be91a7e

თუ პრიზი მოგებული გაქვთ, კოდი „ჩემი პრიზები"-ში დაგხვდებათ — სწორედ ის უნდა უთხრათ მაღაზიას.

როგორ ტარდება გათამაშება

ამოღება ფიზიკურ დოლურაში, პირდაპირ ეთერში ხდება — ყველას თვალწინ.

  1. 1.რეგისტრაცია იხურება

    გამოცხადებული ვადის ამოწურვისას, ღამის 12 საათზე, მიღება ჩერდება. მონაწილეთა რაოდენობა საიტზე ჩანს — ეთერამდეც და ეთერის დროსაც.

  2. 2.ფურცლებზე ტელეფონის ნომრებია

    თითო მონაწილეზე — თითო ფურცელი, იმ ნომრით, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა. ვინც უფრო ადრე ჩაეწერა, მას მეტი შანსი არ აქვს: ერთი ადამიანი — ერთი ფურცელი.

  3. 3.ამოღება პირდაპირ ეთერში ხდება

    დოლურა ტრიალდება და ფურცლები კამერის წინ ამოდის — არაფერი ხდება ჩაკეტილ კარს მიღმა. ამოღებული ფურცელი უკან აღარ ბრუნდება, ამიტომ ერთი ადამიანი ორ პრიზს ვერ იღებს.

  4. 4.ნომერს ვკითხულობთ და იქვე ვრეკავთ

    ეთერში ნომერი ბოლო ორი ციფრის გარეშე ისმის — დანარჩენს ვერავინ დაინახავს. სრული ნომერი მხოლოდ დარეკვისთვის გვჭირდება და იქვე, ეთერშივე ვრეკავთ.

  5. 5.შედეგები მაშინვე ქვეყნდება

    გამარჯვებულები ეთერის დროსვე შემოგვაქვს საიტზე — სახელი და პრიზი. ჩანაწერი რჩება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახედოთ.

რა გვიშლის ხელს ზედმეტი ფურცლის ჩაყრაში?

ყველაფერი ეთერში, კამერის წინ ხდება — ჩაყრაც და ამოღებაც. მონაწილეთა რაოდენობა საიტზე წინასწარ ჩანს, ამოღებულ ნომერზე კი იქვე, ეთერშივე ვრეკავთ და ადამიანი ცოცხლად პასუხობს. გამოგონილ ნომერს არავინ უპასუხებდა, ეს კი კამერის წინ მაშინვე გამოჩნდებოდა.

როგორ გაიტანთ პრიზს

  • პრიზი გაიცემა პარტნიორ მაღაზიაში

    satevzao.ge პრიზებს თავად არ გასცემს — თითოეული პრიზი შესაბამისი პარტნიორი მაღაზიიდან გაიცემა. რომელი მაღაზიაა, პრიზის ბარათზევე წერია.

  • საჭიროა კოდის წარდგენა

    გამარჯვების შემდეგ გამოგიჩნდებათ კოდი. პრიზის მისაღებად ეს კოდი მაღაზიაში უნდა წარადგინოთ — მის გარეშე პრიზი არ გაიცემა.

  • ვადა — 1 თვე

    პრიზის გატანა შესაძლებელია გამარჯვების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. ამ ვადაში გაუტანელი პრიზი უქმდება.

გაითვალისწინეთ: კოდის გარეშე პრიზი არ გაიცემა, ხოლო ერთი თვის გასვლის შემდეგ მოგება ძალას კარგავს.