გათამაშება
მიმდინარეობსგასათამაშებელი პროდუქცია პარტნიორი მაღაზიებისგან — რეგისტრირებულ მომხმარებლებს შორის გავათამაშებთ.
მეორე გათამაშება
გამარჯვებულს გამოვავლენთ — 3 ოქტომბერი · 12 დღე დარჩა
⏳ რეგისტრაცია შეწყდება 30 სექტემბერს ღამის 12 საათზე, გათამაშება კი გაიმართება პირდაპირ ეთერში 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
მონაწილეობს ყველა, ვინც დააჭერს „მონაწილეობის მიღებას" და მიუთითებს ტელეფონის ნომერს. რეგისტრაცია იხურება 30 სექტემბერს ღამის 12 საათზე. გამარჯვებულებს დოლურიდან ამოვიღებთ პირდაპირ ეთერში 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, და იქვე დაგირეკავთ მითითებულ ნომერზე.
მონაწილეობისთვის საჭიროა ავტორიზაცია — ღილაკზე დაჭერით შესვლის ფანჯარა გაიხსნება.
გათამაშება პირდაპირ ეთერში
გამარჯვებულებს დოლურიდან ამოვიღებთ — 3 ოქტომბერს, 20:00 საათზე. ეთერი აქვე გაიმართება, საიტიდან გასვლა არ დაგჭირდებათ.
📺
ეთერი ჯერ არ დაწყებულა.
დაწყებისთანავე ვიდეო აქვე გამოჩნდება.
🎁 პრიზები (6)
გათამაშებების ისტორია(1)
ყველა დასრულებული გათამაშება და მისი გამარჯვებულები — ისე, როგორც ეთერში გამოვლინდნენ.
- 1
Beka D. × 5
ქართული წარმოების დასაკვები
Fishing Hub
- 2
D i d i s h
სათევზაო მეთოდების დასაკვები
მაღაზია ამაზონი
- 3
Davit D.
საქარიყლაპიე და საქორჭილე სატყუარა 20გრ.
Terjiko Shop
- 4
Lasha O.
Bearking Premium Soft Lure
Go Fishing სათევზაო მაღაზია
- 5
Matemate B.
50 ლარიანი ებისუს სასაჩუქრე ბარათი
Ebisu — სათევზაო ინვენტარი
- 6
Mishiko B.
50 ლარიანი ებისუს სასაჩუქრე ბარათი
Ebisu — სათევზაო ინვენტარი
- 7
Nika G.
1 წლიანი ვაუჩერი
satevzao.ge
- 8
Nodari M.
Fishing Hunter Soft Lure (8 სმ / 1 ცალი)
ირემა - სანადირო & სათევზაო მაღაზია
- 9
O G G Y
ტივტივა
Go Fishing სათევზაო მაღაზია
- 10
Ucha S.
დასაკვები
მაღაზია ამაზონი
მონაწილეთა გაყინული სიის ანაბეჭდი (SHA-256, ძველი წესით): accc166573a29ba870558cacc31109017d9b564e8dff05317aa504e4c0de8b9b
თუ პრიზი მოგებული გაქვთ, კოდი „ჩემი პრიზები"-ში დაგხვდებათ — სწორედ ის უნდა უთხრათ მაღაზიას.
როგორ ტარდება გათამაშება
ამოღება ფიზიკურ დოლურაში, პირდაპირ ეთერში ხდება — ყველას თვალწინ.
1.რეგისტრაცია იხურება
გამოცხადებული ვადის ამოწურვისას, ღამის 12 საათზე, მიღება ჩერდება. მონაწილეთა რაოდენობა საიტზე ჩანს — ეთერამდეც და ეთერის დროსაც.
2.ფურცლებზე ტელეფონის ნომრებია
თითო მონაწილეზე — თითო ფურცელი, იმ ნომრით, რომელიც რეგისტრაციისას მიუთითა. ვინც უფრო ადრე ჩაეწერა, მას მეტი შანსი არ აქვს: ერთი ადამიანი — ერთი ფურცელი.
3.ამოღება პირდაპირ ეთერში ხდება
დოლურა ტრიალდება და ფურცლები კამერის წინ ამოდის — არაფერი ხდება ჩაკეტილ კარს მიღმა. ამოღებული ფურცელი უკან აღარ ბრუნდება, ამიტომ ერთი ადამიანი ორ პრიზს ვერ იღებს.
4.ნომერს ვკითხულობთ და იქვე ვრეკავთ
ეთერში ნომერი ბოლო ორი ციფრის გარეშე ისმის — დანარჩენს ვერავინ დაინახავს. სრული ნომერი მხოლოდ დარეკვისთვის გვჭირდება და იქვე, ეთერშივე ვრეკავთ.
5.შედეგები მაშინვე ქვეყნდება
გამარჯვებულები ეთერის დროსვე შემოგვაქვს საიტზე — სახელი და პრიზი. ჩანაწერი რჩება და ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გადახედოთ.
რა გვიშლის ხელს ზედმეტი ფურცლის ჩაყრაში?
ყველაფერი ეთერში, კამერის წინ ხდება — ჩაყრაც და ამოღებაც. მონაწილეთა რაოდენობა საიტზე წინასწარ ჩანს, ამოღებულ ნომერზე კი იქვე, ეთერშივე ვრეკავთ და ადამიანი ცოცხლად პასუხობს. გამოგონილ ნომერს არავინ უპასუხებდა, ეს კი კამერის წინ მაშინვე გამოჩნდებოდა.
როგორ გაიტანთ პრიზს
პრიზი გაიცემა პარტნიორ მაღაზიაში
satevzao.ge პრიზებს თავად არ გასცემს — თითოეული პრიზი შესაბამისი პარტნიორი მაღაზიიდან გაიცემა. რომელი მაღაზიაა, პრიზის ბარათზევე წერია.
საჭიროა კოდის წარდგენა
გამარჯვების შემდეგ გამოგიჩნდებათ კოდი. პრიზის მისაღებად ეს კოდი მაღაზიაში უნდა წარადგინოთ — მის გარეშე პრიზი არ გაიცემა.
ვადა — 1 თვე
პრიზის გატანა შესაძლებელია გამარჯვების დღიდან ერთი თვის განმავლობაში. ამ ვადაში გაუტანელი პრიზი უქმდება.
გაითვალისწინეთ: კოდის გარეშე პრიზი არ გაიცემა, ხოლო ერთი თვის გასვლის შემდეგ მოგება ძალას კარგავს.
